რეცენზია ბექა მაკარაძის მონოგრაფიაზე - „თურქეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში“ (2000-2017 წწ.)
Review of Beka Makaradze Monography - "Turkey-USA Relations in the Aftermath of the "Cold War" (2000-2017)"
Author(s): Manuchar LoriaSubject(s): Politics / Political Sciences, History, Diplomatic history, Transformation Period (1990 - 2010), Cold-War History, Book-Review
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Turkey-USA Realtions in the Aftermath of the "Cold War";
Summary/Abstract: რეცენზია ბექა მაკარაძის მონოგრაფიაზე - „თურქეთ-ამერიკის შეერტებული შტატების ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში“ (2000-2017 წწ.), თბილისი, 2019. ნაშრომში დაწვრილებითაა აღწერილი თურექთ-ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია ცივი ომის შემდგომ პერიოდში. XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის 10-იან წლებშითურქეთ - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობამსაერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ყურადღება მიიპყრო.ცივი ომის დასრულებიდან დღემდე თურქეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას,ძირითადად, უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაზღვრავდა. ორიქვეყნის საგარეო პოლიტიკაში დროდადრო საერთო, ზოგჯერ კიერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული მიზნები იკვეთებოდა. ამის პარალელურად, აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდები შეინიშნებოდა ეკონომიკურ ურთიერთობებშიც. სწორედ უსაფრთხოების პოლიტიკა წარმართავდა თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. ერთ მხარეს იყო ცივი ომის პერიოდში არსებული ორი პოლუსიდან ერთ-ერთის ლიდერი - აშშ-ი, მეორე მხარეს კი - თურქეთი, რეგიონში მნიშვნელოვანი, მაგრამ აშშ-ზე ძლიერ დამოკიდებული ქვეყანა.თურქეთი, აშშ-თან ერთად, ნატოს ბლოკში ყოფნის მიუხედავად, ყოველთვის როდი გრძნობდა თავს უსაფრთხოდ.ანკარის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეფასებისას აუცილებელია, აშშ-თან ურთიერთობის გათვალისწინება, რადგანაც სწორედ ის ახდენდა ყველაზე დიდ გავლენას თურქეთის პოლიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ქვეყნის რეალური და პოტენციური ძალა თანაბარი არ იყო, ცივი ომის წლებში თურქეთი იქცა ნატოსა და დასავლეთის ბლოკის დასაყრდენად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ის ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროების გამყოფ გზა გასაყარზე აღმოჩნდა. ალბათ, ამიტომაც, ანუ გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებების გამო, თურქეთი მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებული პირობების მქონექვეყნად წარმოჩნდა. აშშ-თან ურთიერთობები, სწორედ, ამ ღერძის ირგვლივ ვითარდებოდა.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 3/2020
- Issue No: 1
- Page Range: 159-160
- Page Count: 2
- Language: Georgian