ნორა კახიძე - 70
Nora Kakhidze - 70
Author(s): Lile TandilavaSubject(s): Essay|Book Review |Scientific Life
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Nora Kakhidze;
Summary/Abstract: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის უფროს მასწავლებელს ნორა კახიძეს, დაბადებიდან სამოცდაათი და პედაგოგიური საქმიანობის ორმოცი წელი შეუსრულდა. ქალბატონი ნორა კახიძე დაიბადა 1949 წლის 10 ოქტომბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში. 1966 წელს დაამთავრა გონიოს საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე კავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაასრულა 1974 წელს. აღნიშნულ პერიოდში ქალბატონი ნორა მუშაობდა საქართველოს რადიოსა და ტელემაუწყებლობის კომიტეტში საზღვარგარეთის გადაცემათა რედაქციაში დიქტორად, სადაც, ლაზურ ენაზე მიჰყავდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებისათვის გადაცემები. ქალბატონი ნორა კახიძე 1975-1977 წლებში ასწავლიდა სარფის საშუალო სკოლაში - ქართულ ენასა და ლიტერატურას. 1977 წლის სექტემბრიდან ქალბატონმა ნორამ მუშაობა დაიწყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ ბიბლიოთეკარად, 1979 წლიდან მეცნიერული კომუნიზმისა და ფილოსოფიის კათედრის ლაბორანტად ხოლო 1986 - 1989 წლებში კი ინსტიტუტის მოსამზადებელი კურსების მეთოდისტად. ნორა კახიძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა თურქული ენის სპეციალობით. 1991 წელს მან სტაჟირება გაიარა თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ტრაპიზონის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1994-2010 წლებში ქალბატონი ნორა მუშაობდა ბათუმის რ.შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დაინიშნა დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. პარალელურად თურქულ ენას ასწავლიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გონიოს კოოპერაციულ ინსტიტუტში. ფირმა ,,ჩაღლარის“ საგანმანათლებლო საბჭომ 2002- 2003 სასწავლო წელს ნორა კახიძეს მიანიჭა საერთაშორისო პედაგოგის წოდება და საპატიო პროფესორის სტატუსი. ის მონაწილობდა არაერთ კონფერენციისა და საერთაშორისო სიმპოზიუმებში. ამჟამად მოღვაწეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში თურქული ენის მასწავლებლად. ნორა კახიძე არის მრავალმხრივ განათლებული, მაღალი შინაგანი კულტურის ადამიანი. მისი ჰობია პოეზია. აქვეყნებს ლექსებს ჟურნალ-გაზეთებში. ის პედაგოგიურ საზოგადოებაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. პედაგოგიურ საქმიანობაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ქალბატონი ნორა დაჯილდოებულია ბათუმის რ.შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის, აჭარის განათლების სამინისტროსა და პედაგოგთა ასოციაციის სიგელებით. 2019 წლის 10 ოქტომბერს, ქალბატონ ნორა კახიძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ნორა კახიძეს დაბადებიდან 70 და პედაგოგიური საქმიანობის 40 წლისთავთან დაკავშირებით გადასცეს მადლობის სიგელი. ქალბატონო ნორა, გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ქვეყნის სამსახურში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 2/2019
- Issue No: 1
- Page Range: 226-228
- Page Count: 3
- Language: Georgian